გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა 1923 წელს, ექიმის, ბაქტერიოლოგის და ბაქტერიოფაგების მკვლევარის, პროფესორ გიორგი ელიავას მიერ. ინსტიტუტის შემდგომი განვითარების სტრატეგიული ხაზის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა გამოჩენილმა კანადელმა მეცნიერმა, ბაქტერიოფაგიის ფენომენის ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ფელიქს დერელმა.
წარმოადგენს ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ემსახურება ბაქტერიოფაგების შემუშავებას, წარმოებასა და მოდერნიზაციას. კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატების გამოყენებას ფართო სპექტრი მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობას, ვეტერინარიას და გარემოს დაცვას. კომპანია დაარსდა 2008 წელს "ელიავას ფონდის" მიერ და გახდა "ელიავას კონსორციუმის" უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
ფაგოთერაპიის ცენტრი ერთ-ერთია მსოფლიოში სულ რამოდენიმე ცენტრიდან, რომელიც ფაგოთერაპიას წარმატებით იყენებს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ რეალურ ცხოვრებაში. კომპანია შედის ელიავას კონსორციუმში და მას ზურგს უმაგრებს "გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის" საუკუნოვანი გამოცდილება ფაგოთერაპიასა და მის იმპლემენტაციაში.
1990 წელს "გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის" წამყვანი მეცნიერ თანამშრომლების მიერ დაარსდა სადიაგნოსტიკო ცენტრი, რომლის ძირითადი მიმართულება იყო და დღესაც არის დიაგნოსტიკური და ფარმაცევტული საქმიანობა. კომპანია ერთ-ერთი მოწინავეა ამ სფეროში და გამუდმებით ნერგავს ახალ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს.
ბაქტერიოფაგის ავტორიზებული აფთიაქი მომხარებელს სთავაზობს ფაგური პრეპარატების დიდ არჩევანს, როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისა და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის. კომპანია ასევე აწარმოებს ინდივიდუალურ ფაგურ პრეპარატებს, რომლებიც ერგება კონკრეტული პაციენტის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. ეს ჩვენს ბაზარზე უნიკალური სერვისია.
"ელიავა ფაგო სერვისები (EPS)" არის კომპანია, რომლის მთავარი მიმართულებაა ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებული პროდუქტების დანერგვა და გამოყენება გარემოს დაცვის, სანიტარიისა და ბაქტერიული პათოგენებით დაბინძურებული გარემოს დეზინფექციის მიზნით. კომპანიის სერვისებში შედის ბაქტერიული დაბინძურების შეფასება, დაბინძურების წყაროს აღმოჩენა, პათოგენის იდენტიფიკაცია და შესაბამისი ბაქტერიოფაგების შერჩევა იდენტიფიცირებული ბაქტერიული პათოგენების გასანადგურებლად.