(GE) 100 წლი­ა­ნი ის­ტო­რია, 1 000-ზე მეტი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფაგი, კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ყო­ფილ 44 გვა­რი­სა და 180 ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­ხე­ო­ბის 12 000-ზე მეტ ბაქ­ტე­რი­ულ შტამს – ეს გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტია, რომ­ლის­კენ მო­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბაც უკვე სა­უ­კუ­ნეა არ ნელ­დე­ბა.

გი­ორ­გი ელი­ა­ვას მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი 100 წელს ით­ვლის. სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ით „მიკ­რობ­თა ვირუ­სე­ბი“ აღ­ნიშ­ნა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 500-ზე მეტ­მა მეც­ნი­ერ­მა 61 ქვეყ­ნი­დან.

ინ­სტი­ტუ­ტში ამ­ჟა­მად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას, მათი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით და მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ზო­გა­დად, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ადა­მი­ან­თა და ცხო­ველ­თა სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ და საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფა­გე­ბი­სა და მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, თუმ­ცა მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის და უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა მა­ინც არ იცის.

ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი ან ფაგი არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ამორ­ჩე­ვით ანად­გუ­რებს ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებს. ის აქ­ტი­უ­რად მრავ­ლდე­ბა ბაქ­ტე­რი­ის შიგ­ნით და იწ­ვევს მის დაშ­ლას. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი ფარ­თოდ არი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში. თა­ვი­სი ცხო­ველ­ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­გე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ლო­გი­ურ პრო­ცეს­ში.

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი მზია ქუ­თა­თე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ფა­გო­თე­რა­პია მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

„ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­დე­გი­ა­ნია ქრო­ნი­კუ­ლი, მათ შო­რის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი მდგრა­დი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს. ფაგი წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის ისეთ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს, რო­გო­რი­ცაა მაგ. მე­ტი­ცი­ლინ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი სტა­ფი­ლო­კო­კი (MRSA), ბეტა-ლაქ­ტა­მა­ზე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი (ESBL), კარ­ბა­პე­ნემ-რე­ზი­ტენ­ტუ­ლი (CRE) და ვან­კო­მი­ცინ-რე­ზის­ტენ­ტუ­ლი (VRE) შტა­მე­ბი, რაც დღე­ვან­დე­ლი მე­დი­ცი­ნის დი­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ფაგი, ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბი­ო­ფილ­მე­ბის დროს, რო­დე­საც მე­დი­კა­მენ­ტის შეღ­წე­ვა ბი­ო­ფილ­მებ­ში ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ფა­გე­ბი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ინიშ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს, ასე­თია მა­გა­ლი­თად, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი _ ქრო­ნი­კუ­ლი ფა­რინ­გი­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტე­ბი, ბრონ­ქო-ექ­ტა­ზი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ქი­რურ­გი­ა­ში – პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ფის­ტუ­ლე­ბი, კა­ნის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სა­შარ­დე სის­ტე­მის მხრივ ქრო­ნი­კუ­ლი ცის­ტი­ტი, პროს­ტა­ტი­ტი, თირკმლის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ყელ-ყურ ცხვი­რის ინ­ფექ­ცი­უ­რი გე­ნე­ზის შემ­თხვე­ვე­ბი და სხვა. ფა­გის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იწ­ვევს გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რა­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა და ა.შ. ეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვირუ­სი, ასე­ვე ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მში ნორ­მა­ლუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და აღ­დგე­ნას. სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას არ აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და სწო­რედ ეს არის მისი უნი­კა­ლუ­რო­ბის ერთ–ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი“ – გან­მარ­ტავს მზია ქუ­თა­თე­ლა­ძე.

სა­ინ­ტე­რე­სოა ფა­გე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რი­აც. 1919-1921 წლებ­ში გი­ორ­გი ელი­ა­ვა მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც იმ­ხა­ნად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სწავ­ლუ­ლე­ბი: ემილ რუ, შარლ ნი­კო­ლი, ალ­ბერ კალ­მე­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მე­გობ­რო­ბა ფე­ლიქს დე­რელ­თან, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და დი­ზენ­ტე­რი­ის ეტი­ო­ლო­გი­ა­სა და პა­თო­გე­ნეზს, მან შე­ამ­ჩნია გა­მო­ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის ლი­ზი­სი – დაშ­ლა, ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა “აგენ­ტი,“ რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ებს შლის და მას დე­რელ­მა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი – “მიკ­რობ­თა შთამ­ნთქმე­ლი“ უწო­და.

გი­ორ­გი ელი­ა­ვამ, ჯერ კი­დევ პა­რიზ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, თბი­ლი­სის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს, ფე­ლიქს დე­რე­ლის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ბაქ­ტე­რი­ო­ფაგ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა სპე­ცი­ფი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა – ლი­ზი­ნი. ელი­ა­ვა ფა­გის ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მად აღი­ა­რე­ბის მომ­ხრე იყო. ეს ხდე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პი ჯერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ იყო. დე­რე­ლი და ელი­ა­ვა ამ თე­ო­რი­ით ბევ­რად წინ უს­წრებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს.

პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში ყოფ­ნი­სას, ელი­ა­ვას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა დე­რე­ლის კვლე­ვე­ბის სის­წო­რე, რაც შემ­დგომ­ში სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მათ ხან­გრძლივ და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

1921 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. პა­რი­ზი­დან მან თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აღ­ჭურ­ვის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რა პას­ტე­რის ინ­სტი­ტუტ­მა თა­ვის ნი­ჭი­ერ თა­ნამ­შრო­მელს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა, მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის აღი­ა­რე­ბის ნიშ­ნად. გარ­და ამი­სა, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუტ­მა გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა ვაქ­ცი­ნე­ბი, ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა, უამ­რა­ვი გა­მო­ცე­მა/ჟურ­ნა­ლი და წიგ­ნი უცხო­ურ ენებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღე­საც ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის უნი­კა­ლურ ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია და­ცუ­ლი.

1923 წელს, გი­ორ­გი ელი­ა­ვას თა­ოს­ნო­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რია გა­და­კეთ­და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტად, რო­მელ­საც ჰქონ­და რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ისე სა­წარ­მოო პრო­ფი­ლის მქო­ნე გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ელი­ა­ვა ერ­თმა­ნეთს უხა­მებ­და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მან, რო­გორც ამ ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, თვალ­სა­ჩი­ნო როლი ითა­მა­შა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სწო­რედ ეს ინ­სტი­ტუ­ტი აღ­ნიშ­ნავს 100 წლის იუ­ბი­ლეს. ამ­ჟა­მად ინ­სტი­ტუ­ტი, მას­თან ასო­ცი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად წარ­მო­ად­გენს ე.წ. ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უმს, რო­მე­ლიც ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კერ­ძოდ, ერ­თსა და იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­მოყ­რი­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი – სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და აფ­თი­ა­ქი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­ერ­თო იდე­ე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გარ­შე­მო, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეფექ­ტურ, ფაგ­ზე-და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას. დღეს ინ­სტი­ტუ­ტი და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხელს ატა­რებს.

წყარო :