2022 წლის 9 სექტემბერს, ელიავას ინსტიტუტის დირექტორი, მზია ქუთათელაძე დაესწრო შეხვედრას ევროპარლამენტში, რომელიც იყო ორგანიზებული ევროპარლამენტარ ქალბატონ მიშელ რივაზის მიერ. შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ფაგოთერაპიის განვითარების პერსპექტივებს და ევროკავშირში ფაგებით მკურნალობის შესაძლებლობების განხილვას ესწრებოდნენ ასევე ექსპერტები ქ. პარიზის პასტერის ინსტიტუტიდან, ბელგიის დედოფალ ასტრიდის სამხედრო ჰოსპიტალიდან, ათენის უნივერსიტეტიდან, კომპანია „ფერესიდეს ფარმა“-დან, ასევე წარმომადგენელი ევროპის ერთობლივი კვლევების ცენტრიდან.