(GE) ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მიერ, კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცველ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

თა­ვის დრო­ზე, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. მრა­ვა­ლი ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბო­და, გან­კურ­ნე­ბა­დი გა­ხა­და. თუმ­ცა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­რა­ცი­ო­ნა­ლურ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია ინ­ფექ­ცი­უ­რი აგენ­ტე­ბის მდგრა­დი ფორ­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რის გა­მოც შე­საძ­ლოა, მალე სამ­ყა­რო ახა­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გეს. მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ გვი­ახ­ლოვ­დე­ბა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ბა­ნა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ისევ შე­უქ­მნის საფრ­თხეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს. უმარ­ტი­ვეს, მა­გა­ლი­თად, თი­თის გაჭ­რით და­წყე­ბულ ინ­ფექ­ცი­ა­საც კი შე­ეძ­ლე­ბა შე­ე­წი­როს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, თუ ამ ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის მი­მართ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

რე­ზის­ტენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ხში­რად და არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მი­ღე­ბის შე­დე­გად, ბაქ­ტე­რია იძენს გარ­კვე­ულ „დაც­ვით“ მე­ქა­ნიზ­მებს, „ეჩ­ვე­ვა“ ან­ტი­ბი­ო­ტიკს და არ იღუ­პე­ბა. ანუ მე­დი­კა­მენ­ტი ამ მდგრად ბაქ­ტე­რი­ებ­ზე ვე­ღარ ზე­მოქ­მე­დებს და შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ხდე­ბა.

1929 წელს ალექ­სან­დრე ფლე­მინ­გის მიერ პირ­ვე­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის – პე­ნი­ცი­ლი­ნის აღ­მო­ჩე­ნა მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი გახ­და. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. სწო­რედ ამი­ტომ ასო­ცირ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბის პრობ­ლე­მა ჯერ კი­დევ თა­ვად ალექ­სან­დრე ფლე­მინ­გმა შე­ამ­ჩნია. მისი დაკ­ვირ­ვე­ბით, ზო­გი­ერ­თი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი, რომ­ლებ­ზეც თავ­და­პირ­ვე­ლად მოქ­მე­დებ­და წა­მა­ლი, მის მი­მართ მდგრა­დი გახ­და. 1946 წელს პე­ნი­ცი­ლი­ნი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი იყო იმ ხა­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მიკ­რო­ბე­ბის 6%, 1964 წელს კი უკვე – 60%.

სწო­რედ ფლე­მინგს ეკუთ­ვნის მო­წო­დე­ბა: „სა­ნამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი არ და­ის­მე­ბა, პე­ნი­ცი­ლი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ღირს, მაგ­რამ თუ ამას მა­ინც ვერ აა­რი­დეთ თავი, ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მოკ­ლე ხნით და მცი­რე დო­ზე­ბით, თო­რემ ბაქ­ტე­რი­ე­ბი გამ­ძლე­ო­ბას გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ მის მი­მართ“.

თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლევ­რე­ბის პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად კი, თუ რე­ზის­ტენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ ტემ­პით ზრდას გა­აგ­რძე­ლებს, 2050 წლის­თვის 10 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რე­ბა ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მელ­თა გან­კურ­ნე­ბაც დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

2024 წლის და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ 2019 წელს პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე 1.3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ამ პრობ­ლე­მით, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პან­დე­მი­ის გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ფა­ზის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვა. ნა­თე­ლია, რომ ამ თე­მას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­ცაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 2050 წლის­თვის ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბი და და­კარ­გუ­ლი სა­მუ­შაო ძალა, და­ი­ხარ­ჯე­ბა 100 ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, რაც გლო­ბა­ლუ­რი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ია.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი ამ­ჟა­მად შე­და­რე­ბით ნე­ლია, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მის­მა ერ­თი­ან­მა „აფეთ­ქე­ბამ“ შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს მსოფ­ლიო. ეს იქ­ნე­ბა „პოსტ-ან­ტი­ბი­ო­ტი­კუ­რი ერა“.

და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ სულ მალე ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ლე­ტა­ლო­ბის 10 მთა­ვარ მი­ზეზს შო­რის მოხ­ვდე­ბა.

”მოქ­მე­დე­ბის დრო გუ­შინ იყო, მაგ­რამ თუ გუ­შინ არ ვი­მოქ­მე­დეთ, ეს შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ დღეს,“ – გა­ნა­ცხა­დეს მსოფ­ლიო გა­მოწ­ვე­ვა­ზე მსჯე­ლო­ბის დროს.

ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სარ­მა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში – სტე­ლა კი­რი­ა­კი­დეს­მა კი ამ პრობ­ლე­მას „Covid 19-ის პე­რი­ო­დის ჩუმი პან­დე­მია“ უწო­და. მისი ამ გან­ცხა­დე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი შემ­დე­გი მო­ნა­ცე­მი გახ­და: 2020 წლის მარ­ტი­დან 2022 წლის მა­ი­სამ­დე კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბის 75%-ს მკურ­ნა­ლო­ბის დროს და­ნიშ­ნუ­ლი ჰქონ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, აქვე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, COVID 19-ის გა­მომ­წვე­ვი არის ვირუ­სი. კო­ვიდ­ზე თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია კი, რა­ზეც რე­ა­ლუ­რად არის ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მხო­ლოდ 10%-ს ჰქონ­და.

დღე­ვან­დელ დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ანუ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სიმ­რავ­ლეც. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­აზ­როს რამ­დე­ნად არა­ე­ფექ­ტუ­რია გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი არა­თუ არ მოქ­მე­დებს ვირუს­ზე, პი­რი­ქით, ის ანად­გუ­რებს ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მიკროფ­ლო­რას და ასე­ვე იწ­ვევს პა­თო­ლო­გი­უ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­მართ მდგრა­დო­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ახან­გრძლი­ვებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს. უფრო მე­ტიც, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ტოქ­სი­კუ­რი პრე­პა­რა­ტია. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში იგი იწ­ვევს ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მებს, სო­კო­ვან ინ­ფექ­ცი­ებს.

რე­ზის­ტენ­ტო­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ბრა­ლი მი­უ­ძღვის ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. ცხო­ველ­თა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებს.

მსოფ­ლი­ო­ში ამ მიზ­ნით ყო­ველ­წლი­უ­რად 30-35 000 ტონა ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ამ დროს პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ასე­თი ცხო­ვე­ლის ხორ­ცი შე­ი­ცავს რე­ზის­ტენ­ტულ შტა­მებს, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ მომ­ხმა­რე­ბელ­საც გა­და­ე­ცე­მა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. რო­გორც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ცენ­ტრის „დი­აგ­ნო­ზი-90-ის“ დი­რექ­ტო­რი, მ.მ.დ, პრო­ფე­სო­რი ინგა გი­ორ­გა­ძე გან­მარ­ტავს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის დად­გე­ნა ხდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­დე­საც გა­მო­ნა­ყო­ფი­დან (კლი­ნი­კუ­რი მა­სა­ლი­დან) ხდე­ბა ჯერ გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შემ­დგომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­ზე მისი მგრძნო­ბე­ლო­ბის გან­სა­ზღვრა.

„ზო­გა­დად, საკ­ვლე­ვი ბაქ­ტე­რი­უ­ლი შტა­მის მი­მართ მგრძნო­ბე­ლო­ბის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სხვა­დას­ხვა გზით, მა­გა­ლი­თად: აგარ­ზე დი­ფუ­ზი­ის მე­თო­დით, მიკ­რო გან­ზა­ვე­ბის მე­თო­დით, ავ­ტო­მა­ტუ­რი მე­თო­დით VITEK-2 Compact AST და სხვა. დღეს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ფარ­თო სპექტრია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის მო­მენ­ტი, რომ ჩვენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში “დი­აგ­ნო­ზი 90“ ბაქ­ტე­რი­ის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მგრძნო­ბე­ლო­ბის დად­გე­ნა არა მარ­ტო ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ, არა­მედ ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის მი­მარ­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხდე­ბა ჩვე­ნი სერ­ვი­სი,“ – გან­მარ­ტავს ინგა გი­ორ­გა­ძე.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­ღე­ბის პრაქ­ტი­კის და­ნერგვის პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­ნერგვას. თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ფა­გო­თე­რა­პი­ას მო­ი­აზ­რებს.

ფა­გე­ბი, რო­გორც მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებ­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ჯერ კი­დევ 1940-იანი წლე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. ამ­ჟა­მად, მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ფა­გე­ბის და ფა­გო­თე­რა­პი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იზ­რდე­ბა. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ანად­გუ­რებს პა­თო­გე­ნურ ბაქ­ტე­რი­ებს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ფორ­მე­ბის ჩათ­ვლით.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უ­მის ფარ­გლებ­ში „ელი­ა­ვა ბი­ოპ­რე­პა­რა­ტე­ბის“ მიერ წარ­მო­ე­ბე­უ­ლი 6 ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტი (პიო-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, ინ­ტეს­ტი-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, ფერ­სის -ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, სეს-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, ენკო-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი, სტა­ფი­ლო-ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი) შექ­მნი­ლია ისე­თი ბაქ­ტე­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­გო­რიც არის -სტა­ფი­ლო­კო­კი, სტრეპ­ტო­კო­კი, ენ­ტე­რო­კო­კი, ეშე­რი­ხია კოლი, ფსევ­დო­მო­ნა, სალ­მო­ნე­ლა, პრო­ტე­უ­სი, ში­გე­ლა და. ა.შ.

„ჩვენ მოგ­ვმარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად: ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი, ბრონ­ქო­ექ­ტა­ზი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი სი­ნუ­სი­ტე­ბი, ასე­ვე შარდ-სა­ს­ქე­სო სი­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან – პროს­ტა­ტი­ტი, ცის­ტი­ტი, ვა­გი­ნი­ტი, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, კა­ნის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი და ა.შ. დი­აგ­ნოს­ტი­კის პრო­ცეს­ში პა­ცი­ენ­ტებს უკეთ­დე­ბათ ნა­ცხის ბაქ­ტე­რი­უ­ლი კვლე­ვა, რაც გვეხ­მა­რე­ბა და­ვად­გი­ნოთ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რია. ამა­ვე კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, ვად­გენთ ბაქ­ტე­რი­ის მგრძნო­ბე­ლო­ბას ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი და ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი­სად­მი. თუ პა­ცი­ენტს გა­მო­უვ­ლინ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი სრუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბა, ექი­მი, ფა­გოგ­რა­მა­ზე დაყ­რდნო­ბით იწყებს ფა­გო­თე­რა­პი­ას შე­სა­ბა­მი­სი პრე­პარ­ტით. იმ პა­ცი­ენ­ტებს ვი­საც ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სას არ გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ მგრძნო­ბე­ლო­ბა ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტის მი­მართ, ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფა­გის დამ­ზა­დე­ბას, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ. ვფიქ­რობთ, დღე­ვან­დელ რთულ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის ეპო­ქა­ში, ეს სერ­ვი­სი დიდ ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ არის, რომ ჩვენს კლი­ნი­კას აკი­თხა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნი­დან,“ – აცხა­დებს „ელი­ა­ვა ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრის“ მთა­ვა­რი ექი­მი დეა ნი­ჟა­რა­ძე.

ფა­გე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის უკე­თე­სად გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად, დეა ნი­ჟა­რა­ძე ერთ-ერთი რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის კის­ტუ­რი ფიბ­რო­ზის მა­გა­ლით­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

“თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც კარ­გად დაგ­ვა­ნა­ხებს ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის საფრ­თხე­ებს და ფა­გო­თე­რა­პი­ის წარ­მა­ტე­ბას, მრავ­ლა­დაა. მა­გა­ლი­თის­თვის ავი­ღოთ კის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი, იგი­ვე (მუ­კო­ვის­ცი­დო­ზი), რო­მე­ლიც რთულ გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბას წარ­მო­ად­გენს. ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე ორ­გა­ნო არის ფილ­ტვე­ბი, სწო­რედ სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ე­ბის ხში­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ყვე­ლა­ზე მტან­ჯვე­ლი. ამის გამო პა­ცი­ენ­ტე­ბი ხან­გრძლი­ვად არი­ან ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ა­ზე და ამ გზით ცდი­ლო­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­დე­ნად გან­წი­რუ­ლია პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ამ დროს გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა. სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ფა­გო­თე­რა­პია არის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა, რო­მე­ლიც ასე­ვე ახ­დენს ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ას და არ იწ­ვევს გვერ­დით ეფექ­ტებს. და­ა­ვა­დე­ბა ხდე­ბა მარ­თვა­დი. ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, როცა ვხე­დავთ, რო­გორ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი. სწო­რედ ფა­გე­ბი და ფა­გო­თე­რა­პია არის ის გზა, რო­მე­ლიც ჩვენ და ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს იმედს გვი­სა­ხავს, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბა დაძ­ლე­ვა­დია“.

წყარო :