13.07.2023

გერმანიის დელეგაციის ვიზიტი

ამა წლის 13 ივლისს, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ გერმანიის განათლების და მეცნიერების სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჯენს ბრანდერბურგი, ტანია ჰატი – გერმანიის ელჩის მუდმივი წარმომადგენელი და დელეგაციის წევრები: ჰაიდი არჰენსი, იორგ შნაიდერი, ოლივერ პიპერი, სასკია გალიასი და პროფესორი ბერნარდ მისოფი.

სტუმრებს შეხვდა ინსტიტუტის დერექტორი, მზია ქუთათელაძე, კოლეგებთან ლიზი ზალდასტანიშვილთან, სოფო რიგვავასა და ვახტანგ ფავლენიშვილთან ერთად.

ინსტიტუტის დირექტორმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ელიავას სახელობის ინსტიტუტის, მიმდინარე პროექტებისა და პერსპექტივების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმი და ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები.