10.02.2026

მე-4 საერთაშორისო ელიავას საზაფხულო სკოლა ბაქტერიოფაგების კვლევის მიმართულებით: ფაგების პრაქტიკული მომზადება თერაპიული გამოყენებისთვის

 

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში 2026 წლის 14-20 მაისს გაიმართება მე-4 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა- „ფაგების პრაქტიკული მომზადება თერაპიული გამოყენებისთვის“. პროგრამა განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბაქტერიოფაგების კვლევის მეთოდოლოგიის შესწავლით.

საზაფხულო სკოლა აერთიანებს თეორიულ ლექციებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს და მოიცავს ბაქტერიოფაგების კვლევის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის: ფაგების გამოყოფას, დახასიათებას, გენომის ანოტაციას და ფაგი-მასპინძლის ურთიერთქმედების შესწავლას.

პროგრამის მოდულები:

მოდული I: თეორია / ლექციები (14 მაისი) - ლექციები შეეხება ბაქტერიოფაგების ბიოლოგიის საფუძვლებსა და მათ თერაპიულ გამოყენებას.  მომხსენებელთა სია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გენომის ანოტაცია (15-16 მაისი) - ლექციები და პრაქტიკული სესიები ბაქტერიოფაგების გენომის ანოტაციაზე, მონაწილეთა ან ინსტრუქტორების მიერ მოწოდებული მონაცემების პრაქტიკული ანალიზით, რომელსაც უხელმძღვანელებს მეცნიერებათა დოქტორი მარი-აგნეს პეტი (INRAE, საფრანგეთი).

სოციალური ღონისძიება - ღვინის ტური (სურვილისამებრ)

მოდული II: პრაქტიკული სესიები (18-20 მაისი) - რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან თერაპიული ფაგების მომზადების სრულ პროცესს, მათ შორის: ფაგების გამოყოფა, ადაპტაცია, რეზისტენტობის მექანიზმი და ფაგი-ანტიბიოტიკის სინერგიზმის შესწავლა და სელექციას.

პრაქტიკული სესიები: შეზღუდულია 30 მონაწილით
სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაცია: https://forms.gle/RMm5QHGuZiwRSgxs5

საბოლოო რეგისტრაციისა და გადახდის ვადა: 20 მარტი, 2026

 

     მოდული 1            

მოდული 2         

სრული კურსი  

 

ადრეული რეგისტრაცია

ძალაშია 1 მარტამდე, 2026

სტუდენტები

€200

€350

€550

€495

აკადემიური პერსონალი

€200

€450

€650

€585

არააკედიმიური/ბიზნეს სექტორი

€200

€550

€750

€675

 

 

ადრეული რეგისტრაცია: 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ სრულ კურსზე.

რეგისტრაციის საფასური მოიცავს ლაბორატორიულ სახარჯ მასალებს, სასწავლო მასალებს, ყავის შესვენებებს, სადილებს და მონაწილეობის სერტიფიკატს.
რეგისტრაციის საფასურში არ შედის ღვინის ტურის ღირებულება (60 ევრო).

 

საზაფსულო სკოლის საბოლოო  პროგრამა ამჟამად მზადების პროცესშია და აიტვირთება მოგვიანებით.

საკონტაქტო ინფორმაცია: srigvava@pha.ge