11.06.2025
გ. ელიავას სახელობის ინსტიტუტის მონაწილეობა ბერლინში გამართულ ფაგოთერაპიის კვლევის მე-8 მსოფლიო კონგრესში
2025 წლის 10–11 ივნისს, ქალაქი ბერლინი მასპინძლობდა მე-8 მსოფლიო კონგრესს ფაგოთერაპიის განვითარებისა და ლეგალური აღიარების საკითხების შესახებ (8th World Congress on Targeting Phage Therapy). კონგრესს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები ბაქტერიოფაგების კვლევისა და კლინიკური გამოყენების მიმართულებით. გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა კონგრესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მიმდინარე კვლევების შესახებ წარმოადგინეს სასტენდო მოხსენებები.