17.06.2025
გ. ელიავას სახელობის ინსტიტუტის მონაწილეობა ბერლინში გამართულ ფაგოთერაპიის კვლევის მე-8 მსოფლიო კონგრესში
2025 წლის 16–17 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში, მინჰოს უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „ფაგოთერაპიის განვითარების თანამედროვე მიდგომები“ (1st International Symposium on Advances in Phage Therapeutics), რომელმაც გააერთიანა ბაქტერიოფაგების სფეროს წამყვანი ექსპერტები და მკვლევარები.
სიმპოზიუმზე ინსტიტუტის დირექტორმა, მზია ქუთათელაძემ, წარადგინა ზეპირი მოხსენება თემაზე: „ ელიავას ინსტიტუტი: გამოცდილება და მიმდინარე აქტივობები“ .
ღონისძიებაში ელიავას ინსტიტუტის მეცნიერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს პოსტერული პრეზენტაციებით, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას ფაგოთერაპიის საერთაშორისო კვლევისა და პრაქტიკის განვითარებაში.