10.11.2025
გამორჩეული წვლილი მეცნიერებაში - ნინო ჭანიშვილის დაჯილდოება მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის 2001 წლის 10 ნოემბრიდან UNESCO-ს ეგიდით მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიით „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ დაჯილდოვდა ჩვენი ინსტიტუტის, მიკრობული ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ჭანიშვილი.