26.02.2026
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ელიავას ინსტიტუტსა და ფაგოთერაპიის ცენტრს ეწვივნენ
2026 წლის 26 თებერვალს, გიორგი ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს და ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრს ეწვივნენ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე და კომისიის წევრები. სტუმრებს მასპინძლობდნენ ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მზია ქუთათელაძე, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის დირექტორი დავით სტურუა და მთავარი ექიმი, დეა ნიჟარაძე.
სტუმრებმა დაათვალიერეს ელიავას ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ასევე ფაგოთერაპიის ცენტრი. მათ ხაზი გაუსვეს ელიავას სახ. ინსტიტუტის, და მასთან ასოცირებული დაწესებულებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის.